სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება

ცხინვალი ყველანაირად ცდილობს დარტყმა მიაყენოს თბილისის სამშვიდობო  პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ უპასუხისმგებლო განცხადებებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

დიმიტრი სანაკოევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს თრუსოს ხეობას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამას რუსეთის ფედერაციაც აღიარებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სინანულს გამოთქვამს, რომ მოსკოვი არ ახორციელებს რაიმე სახის ქმედებას ცხინვალის მსგავსი შეტევების შესაჩერებლად, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესზე, ისევე, როგორც მთლიანად რეგიონში სტაბილურობაზე. ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლას და ეჭვქვეშ აყენებს შეხვედრების მიზანშეწონილობას.

სანაკოევი ხაზს უსვამს, რომ თრუსოს ხეობა საქართველოს ტერიტორიაა და ეს სტატუსი არ ექვემდებარება გადახედვას. ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომლის საზღვრები ურყევია და აღიარებულია საერთაშორისო სამართლით.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია