გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

0
432

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს შესარჩევ კონკურსს „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში    დაგეგმილ  საზაფხულო სკოლაში – ,,ეკოსკოლა“- მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში აქვთ არანაკლებ 8 ქულისა. კონკურსი ჩატარდება წერითი დავალების სახით.

       წერითი გამოცდის ჩატარების  დრო:  2018 წლის   15 ივნისი, 11 საათი.

 მისამართი: გორი, . ჭავჭავაძის ქუჩა 53,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, აუდიტორია 114

საკონტაქტო პირები:    ქეთევან ქუმარიტოვი,  ტელ.: 599649294, შორენა ჩიმჩიური, ტელ.:  599951607

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის საკმარისია კონკურსანტის სახელი და გვარი მოკლე ტექსტური შეტყობინებით 13 ივნისის  18 საათამდე გაიგზავნოს ნომერზე:   599951607

ტესტირების დროს კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, იმის შესახებ, რომ კონკურსანტი დევნილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად;
  3. სკოლის მიერ გაცემული ცნობა საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეფასების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here