კახა ქემოკლიძე – გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ

გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

კახა ქემოკლიძე რამდენიმე საათის წინ წილკანში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს სავარაუდოდ, უნდა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ყველა სამსახური მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია