ოკუპირებულ ცხინვალში ადასტურებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ

0
3264

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ “დღეს საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს და  დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგებს  გადასცემს”, – ამის შესახებ ოსურ სააგენტო „რესს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც სააგენტო იუწყება,  ცხედარს „წითელი ჯვრის“ მისიის შუამავლობით გადასცემენ.

„ცხედართან ერთად ქართულ მხარეს იმ სატრანსპორტო საშუალებასაც გადასცემენ, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილმა დაკავებამდე საზღვარი გადაკვეთა“, – წერს სააგენტო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here