დავით დონდუა – კონკრეტულ ნაბიჯად განიხილება ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღები პოლიტიკური განცხადება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით

0
360

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად.

დონდუას განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღები პოლიტიკური განცხადება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია, მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დაიწყოს საგნობრივი განხილვა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, რაც აქამდე ვერ ხერხდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად. ამის საჭიროება ყველასთვის ნათელია, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად ჩვენ მათ შორის, განვიხილავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია მიმდინარეობს მუშაობა. ეს განცხადება რა თქმა უნდა არ ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციას ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების დადასტურებისგან.

ჩვენ ჟენევაში გავაგრძელებთ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით მონაწილეობას და მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები, საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესაბამისად.

თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, ეს აჩენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკებისთვის სივრცეს და მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობის შესაძლებლობას, რის თაობაზეც ჩვენ მზაობა უკვე გამოვხატეთ“, – აცხადებს დავით დონდუა.

რუსული მედიის ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე პროგრესი იყოს მიღწეული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here