მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის  

0
478

 

 

 

2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე  ჩატარდება – აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაშიგეოგრაფიაშიფიზიკაშიქიმიაში, ბიოლოგიაშისახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო  განათლებაში    ჩააბარონ  რუსულ ენაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვალი №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის თანახმად სასწავლო გრანტის (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) მოპოვებისათვის აუცილებელია ერთი არჩევითი საგნის ჩაბარება მაინც და აბიტურიენტის მიერ არჩეულ ყველა  საგნის გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

იხილეთ სრული ინფორმაცია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here