იან კელი – მოვუწოდებ მოსკოვსა და ცხინვალს, დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი

0
3108

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მოსკოვს და ცხინვალს მოუწოდებს, რომ გაათავისუფლონ ორი დაკავებული და დააბრუნონ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, აშშ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. აუცილებელია ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით დადგეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და ვართ ჩართული ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსკოვსაც და ცხინვალსაც, რომ გაათავისუფლონ ის ორი დაკავებული და დააბრუნონ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი”, – განაცხადა იან კელიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here