უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან იძულებით ადგილნაცვალი სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესი

0
245

 

`დამტკიცებულია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის

ხელმძღვანელის

2018 წლის 09 იანვარი, #07/1  ბრძანებით

 

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან იძულებით ადგილნაცვალი სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესი

 

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იძულებით ადგილნაცვალი  სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესი განსაზღვრავს სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსების წესსა და პირობებს.

 

  1. 1. დაფინანსების ოდენობა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იძულებით ადგილნაცვალი სტუდენტების დაფინანსებისათვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოიყოს  18 900  (თვრამეტი ათას ცხრაასი) ლარი.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018წლის 20 თებერვლის N41/1 ბრძანება (ცვლილების შეტანის თაობაზე).

 

  1. დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

ამ წესით დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იძულებით ადგილნაცვალმა სტუდენტმა, რომელმაც ვერ მოიპოვა სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, არ სწავლობს იმ პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ჩაირიცხა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირველ წელს ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასების 91-100 ქულა – (A) ფრიადი.

 

  1. დაფინანსების პრინციპი

დაფიანსებისათვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება ამ წესის მე-2 პუნქტით  განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებზე;

სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და ამ წესით გაცემული თანხის ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

 

4 . განცხადების წარდგენის ვადა

ამ წესის მე­–2 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები  დაფინანსების მისაღებად განცხადებას მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან  ერთად  წარადგენენ  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 2018 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით..

 

  1. დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა

დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა  წარმოადგინონ:

ა)  განცხადება,

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი,

გ) ნოტარიულად დამოწმებული დევნილის მოწმობის ასლი,

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადსტურებელი ცნობა,

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი (2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტებისათვის),

ვ) პირადი საბანკო ანგარიში.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                         დიმიტრი სანაკოევი

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here