სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განახლებული ოფიციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია

0
618

განანახლებული ინტერფეისი, გაძლიერებული ვებ პლატფორმა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში გაიმართა  ვებ-გვერდის პრეზენტაცია. საიტი ფუნქციონირებს ოთხ ენაზე.  მთავარი სიახლე რაც იყო შეტანილი განახლებულ ვერსიაში-ოსური ენის დამატება. მომხმარებელს  საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია ოსურ ენაზე. საიტზე განთავსებულია დეტალურად ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს., კერძოდ სამედიცინო და სოციალური დახმარების, დევნილის სტატუსის მინიჭების და ასევე სტუდენტების განათლების დაფინანსების შესახებ.

განახლებულ საიტზე იქნება განთავსებული არამხოლოდ  უშუალოდ ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ, არმედ,  ზოგადად საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ოკუპირებული რეგიონიდან დევნილი სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here