„გავიხსენოთ ცხინვალი-ჩავეხუტოთ ერთმანეთს“

2018 წლის 16 თებერვალს, 15.00 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ჩატარდა პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის პრემიის ლაურეატის ცხინვალელი ფოტოხელოვანისა და ჟურნალისტის ჯემალ კასრაძის ფოტო – გამოფენა „გავიხსენოთ ცხინვალი-ჩავეხუტოთ ერთმანეთს“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ცხინვალის ამსახველი კადრები, ასევე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები,

ცხინვალელი პოეტები, მსახიობები და ა შ.
ჯემალ კასრაძე 1945 წლის 27 იანვარს ცხინვალში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.
ჯემალ კასრაძის როგორც ფოტოგრაფის დებიუტი 1971 წელს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” შედგა, შემდეგ კი მუშაობა გააგრძელა სპორტულ გაზეთებში “ლელო” და “მართვე”. თითქმის 40 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რედაქციებთან, “დილის გაზეთი”, “კაბადონი”, “დრონი”, “საქართველოს რესპუბლიკა”. და წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია