ხუთშაბათი, ივნისი 24, 2021
  იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სამსახური 

 ელ. ფოსტა: idp.soa.gov.ge

საკონტაქტო პირი : გონერი კაპანაძე

ტელ: + 995 595 97 27 87


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური

ელ. ფოსტა: Healthcare.soa.gov.ge

საკონტაქტო პირი : თამაზ ბესტაევი

ტელ:2 61 48 28

მობ: 599 97 93 91


განათლების სამსახური

ელ. ფოსტა: education.soa.gov.ge

საკონტაქტო პირი : სოსო ცოტნიაშვილი

ტელ: + 995 595 95 82 00


მისამართი: საქართველო, თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1 , თბილისი 0186
ტელ:  (+995 32) 93 53 01
ელ. ფოსტა: info@soa.gov.ge
საქართველოს კანონი
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი  1.  „ყოფილ  სამხრეთ  ოსეთის  ავტონომიურ  ოლქში  კონფლიქტის  მშვიდობიანი  მოგვარებისათვის სათანადო  პირობების  შექმნის  შესახებ“  საქართველოს  კანონში  (საქართველოს  საკანონმდებლო  მაცნე, №14,
18.04.2007, მუხ. 116) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 3
  1. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება  საქართველოს  მთავრობამ,  შეთანხმების  საფუძველზე,  შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
  2. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით  იქმნება  დროებითი  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია,  რომლის  საქმიანობის  წესი  და  ფარგლები  განისაზღვრება  ამ  კანონითა  და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
  1. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
მუხლი  3.  ეს  კანონი  ამოქმედდეს  2013  წლის  ოქტომბრის  მორიგი  საპრეზიდენტო  არჩევნების  შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი                                                               მიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი,
27 სექტემბერი 2013 წ.
599 97 93 91